ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სპორტის მინისტრს, იგორ ჟდანოვს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ჟდანოვი უნდა გადადგეს, რადგან უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიადაზე “კატასტროფული შედეგი” აჩვენა.
“უკრაინის კატასტროფული შედეგები ოლიმპიადაზე. ჩვენ გაგვასწრეს აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, უნგრეთმა, კუბამ, კენიამ, იამაიკამ და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინაზე როგორც სიდიდით, ისე პოტენციალით, გაცილებით მცირე არიან. საქართველოს, რომელიც ათჯერ პატარაა, თითქმის იმდენივე მედალი აქვს, რამდენიც უკრაინას. ჩვეულებრივ, ასეთი ჩავარდნის შემდეგ სულ მცირე სპორტის მინისტრი უნდა გადადგეს”, - წერს მიხეილ სააკაშვლი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოლიმპიურმა ნაკრებმა საერთო ჯამში 11 მედალი მოიპოვა.