იუსტიციის საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძე ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს. მისივე განცხადებით, მოსამართლეები არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული.
“შევხვდი ივანიშვილს და გავაცანი ჩემი ხედვები მოსამართლეების ხელფასებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სისტემაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს ყოფილა. ყველა ვთანხმდებით, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან იყო ჩარევები და გავლენები. დღეს სასამართლო უფრო დამოუკიდებელია ვიდრე იყო ადრე,” - განაცხადა მურუსიძემ „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძესტან შეხვედრის შესახებ გუშინ, სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შესთავაზა გათავისუფლებულიყო ,,ნაციონალური მოძრაობის“ წნეხიდან.