საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს სამუშაოსაუზმეზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარებისბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, შონ ოსალივანთან გამართა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომდაგეგმილია პროექტების განხორციელება ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ენერგეტიკა და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შონ ოსალივანს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის.
სამუშაო საუზმეს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და მუდმივიწარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.