22 თებერვალს 09:30 სთ-ზე, სასტუმრო ჰუალინგში (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, ვაზისუბანი) „ექსტენციის ეროვნული ფორუმი" გაიხსნება.
ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გახსნის..
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ,, ქსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში" (SEAS) ორგანიზებით ტარდება.
ფორუმს USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორისი, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.