ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4795 ლარი გახდება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის კურსი მცირეოდენით გამყარდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7522 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7601 ლარს შეადგენდა.