საქსტატის მონცამებით, 2016 წლის იან ნვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (83 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (54 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (53 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონცამებით, იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. უწყების ცნობით, 2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 405 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით ნაკლები).