რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტს სხვა სახელმწიფოზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მედვედევმა უკრაინაში, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისა განაცხადა, სადაც ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰკითხა - აპირებს თუ არა რუსეთის სევასტოპოლში განთავსებულ შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მოქმედებში გამოყენებას.
"მოდით პირდაპირ თქვით: გამოიყენებს თუ არა რუსეთი შავი ზღვის ფლოტს იმისთვის, რომ მოსაზღვრე სახელმწიფოს თავს დაესხას? ამის პასუხია - არ ეს მოხდება. ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ", - აღნიშნა მედვედევმა.