პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს კობა გვენეტაძეს უსმენენ. მისი მოსაზრებით, . ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სებ-ის საბჭოში უნდა გაგრძლდეს მუშაობა, არის ეკონომიკის დედოლარიზაცია. მისი განმარტებით, ლარიზაციის გაზრდა არის ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესი.
,,საქართველო არ არის და არ შეიძლება იყოს დაცული იმ გლობალური ეკონომიკური მოვლენებისაგან, რომელიც მის გარშემო ხდება. აქედან გამომდინარე, მცოცავი კურსი არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება მოხდეს შთანთქმა ამ ნეგატიური შოკების. როდესაც მოხდება ლარიზაციის ამაღლება და დედოლარიზაციის შემცირება, ნიშნავს, რომ ეს მტკივნეული საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაზე შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადასატანი იქნება”, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ლარიზაციის გაზრდა ძალიან მალე შეიძლება.