2016 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 11.8%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ჩარიცხული თანხის მოცულობა $66.5 მილიონი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $8.9 მილიონით ნაკლებია.
ფულადი გზავნილების კლება რუსეთში არსებული კრიზისის გამო შესამჩნევი 2014 წელს გახდა. 2015 წლის იანვარში კი გზავნილები 23%-ით ანუ $44 მილიონით შემცირდა.
ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.
ფულადი გზავნილების მიხედვით იანვარში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $19 მილიონი
- იტალია - $8.6 მილიონი
- საბერძნეთი - $7.9 მილიონი
- აშშ - $7.5 მილიონი
- თურქეთი - $4.3 მილიონი
იანვარში საქართველოდან უცხოეთში $11.9 მილიონი გაიგზავნა.