,,მაესტროს“ პარტნიორთა კრებაზე გია გაჩეჩილაძესა და არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. "მაესტროს" 55% წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება.
"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი 15%-დან 4%-ზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, სანამ იგი ტელევიზიის 25%-ს ფლობდა არ ერეოდა "მაესტროს" საქმიანობაში, რადგან მართვა სხვას ჰქონდა გადაცემული.
ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა.