მიმდინარე წლის იანვრიდან მქონე 1582 სოფელში, ქალაქსა და დაბაში ყოველ ახალ დაბადებულ ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა. აღნიშნულ დასახლებებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი.
ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. პირველ აპრილამდე ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
ამ დროისვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხულოს, ჩოხატაურის, საჩხერეს, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, მესტიის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ბოლნისის, გარდაბანის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებს.
იმ სოფლების, დაბებისა და ქალაქების ჩამონათვალი, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ, შეგიძლიათ სრულად იხილოთ შემდეგ ბმულზე.