ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ინგირში გამირხველიანებას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" აწარმოებს. მრიცხველი 1 600 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 360 000 აბონენტი გაამრიცხველიანა. დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ 94 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ინდივიდუალური მრიცხველებისთვის კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიციის განცხორციელება იგეგმება. ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთლიანად რეგიონებში სამ წელიწადში დასრულდება.