დღეს, 19 საათზე, საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოგდან ხმელინცკის ქ.#181ა-ში მდებარე სპორტდარბაზში, საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ლიგას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და პატრონაჟით დაფუძნდა, გადაეცემა ლიცენზია, რომელსაც საქართველოში სტუმრად ჩამოსული, შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი ხრისტიუკი და საღონისძიებო კომიტეტის უფროსი, იუსტ რაიმონდი პროფესიონალ მებრძოლებთა ლიგის ხელმძღვანელებს გადასცემენ.
იქვე, ჩატარდება პროფესიული ორთაბრძოლები ''ბრძოლაში წესების გარეშე, რომელშიც ქართველი პროფესიონალი მებრძოლები იასპარეზებენ. მიღებული ლიცენზიის შემდგომ, ქართველ პროფესიონალებს ეძლევათ უფლება პროფესიულ ორთაბრძოლებში მონაწილებისა M-1 ვერსიით.