რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლების სათავეში შერაცხადი და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები მოვლენ.
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლების სათავეში, დემოკრატიული გზით არჩეული შერაცხადი და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები მოვლენ. რომლებიც ძირეული ნაციონალური ინტერესებით იხელმძღვანელებენ, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია _ იცხოვრო თანხმობით უახლოეს მეზობლებთან. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან კონტაქტებიდან მათთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული ხაზი ქართველების განწყობას არ ასახავს.