ზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტის განხორციელება ძალიან მნშივნელოვანია, როგორც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ეკონომიკური ზონისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში კარგად ურთიერთობენ, AGღI-ის პროექტი კი, ამ ურთიერთობებს გააღრმავებს.
"აზერბაიჯანი გაზისა და ნავთობის რესურსებით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა. გასულ წელს ჩვენ 15 მლნ ტონა ნავთობი და 23 მლრდ კუბური მეტრი გაზი ვაწარმოეთ. ამასთან, გაქვს პოტენციალი, რომ წარმოება უფრო გაზარდოთ და გაზი საქართველოსაც და რუმინეთსაც მივაწოდოთ"- განაცხადა ნატიკ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არამხოლოდ წაყაროების, არამედ ენერგოდერეფნების დივესიფიცირებაზეც ფიქრობს.
როგორც ალიევი აღნიშნავს, AGRI-ის პროექტთან მიმართებაში ყველაფერი დაანგარიშდება და შემდეგ დაფინანსებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება. დაფინანსება კი, ორი სქემით შეიძლება მოხდეს - კერძო და სახელმწიფო.
"გათხევადებული გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმს ბუქარესტში 13 აპრილს მოეწერა ხელი. იგი საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს.