პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა გრძელდება. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს 38 დეპუტატმა კითხვა დაუსვა.
„ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, პრაქტიკულად, სასწაული მოახდინოს და 20 წუთში კითხვებს უპასუხოს. თუმცა, მას ბიუჯეტის პარამეტრებთან და ციფრებთან დაკავშირებით იმდენი სასწაული აქვს მოხდენილი, რომ ალბათ, ამასაც გაუმკლავდება“, - დასძინა უსუფაშვილმა.
პარლამენტი დღეს, ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს.