პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიას ვერ ჰპირდება, რომ მომავალი პარლამენტის შემადგენლობის 107 დეპუტატი ჩერჩილი იქნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტარებზე საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, გუშინდელი დღის შემდეგ, მას პარლამენტი კიდევ უფრო მოსწონს.
„რაღაც უკვე გვაქს და უკეთესი გვინდა, მაგრამ როცა შევხედავთ, ეს ყველაფერი როგორ იწყებოდა და სად მივდივართ, მერე დავინახავთ, რომ ეს ვართ, რაც ვართ. 25 წლის მასშტაბითაც და ეს ვიქნებით მომავალი 4 წლის მანძილზე. ვერ შეგპირდებით, რომ მომავალ პარლამენტშია 150 თუ არა, 107 ჩერჩილი იქნება. წინ მივდივართ იმით, რომ პარლამენტარიზმის ფუნდამატეურილი საკითხები გაცნობირებულია და ეს პროცესი გაგრძელდება“, - დასძინა უსუფაშვილმა.
შეგახსებენთ, 7 დეკემბერს ქართული პარლამეტარიზმის 25 წლისთავი აღინიშნა.