პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკურ ცხობრებაში, თუმცა არა პირადი მონაწილეობით.
,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება, მაგრამ თავად კენჭს არ იყრის – ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, არ აპირებს. ივანიშვილი აქტიურად დაუჭერს მხარს მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას და ალბათ საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მან გამოხატა მზადყოფნა, კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ არა პირადი მონაწილეობით ხელისუფლების რომელიმე შტოში», - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.