თეთრიწყაროს რაიონში 12 წლის მოზარდს გველმა უკბინა.
შემთხვევა ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოედანზე მოხდა. რუბენ დანელიანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. კიდურების შეშუპების მიუხედავად, ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ არსებობს.