საქართველოს პარლამენტში საფრანგეთში ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა და მან ტერორისტული აქტი დაგმო.
ქართველმა დეპუტატებმა საფრანგეთში დაღუპული პირების ოჯახებს სამძიმარი და თანაგდომა გამოუცხადეს.
ძიძიგურის ინფორმაციით, ხვალ, თბილისის საკრებულოში თანაგრძნობის წიგნი იქნება, სადაც ჩანაწერების გაკეთების საშუალება იქნება.
ამასთანავე, დეპუტატები საკრებულოში თაიგულს მიიტანენ.