აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 11-დან 26 აპრილამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომლის დროსაც 2378 ადამიანი გამოიკითხა გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 20%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით არ ვითარდება. აღნიშნული კვლევის შედგები დღეს გახდა ცნობილი.
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტთა 12%-მა აირჩია პასუხი "ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება," ხოლო 41%-მა - "ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება".
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, რესპონდენტთა 29%-მა განაცხადა, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით მიდიოდა.