სომხეთში საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტი აღდგენილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან აცნობეს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებულ უბნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო დაასრულა და ავარია აღმოფხვრილია.
მეწყერის გამო დაზიანებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა გრძლედება. 6 მაისს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზსადენი ტესტირების რეჟიმში ამუშავა, რის შედეგადაც დუშეთის რაიონში გაზსადენის სხვადასხვა უბანზე რამდენიმე ახალი დაზიანება აღმოჩნდა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე დღეში ვარაუდობდა, თუმცა, დუშეთის ოთხ სოფელში 4 მაისს მეწყერის ჩამოწოლამ და კლდიდან 20-ტონიანი ლოდის ჩამოშლამ მილსადენის სხვა მონაკვეთებიც დააზიანა, რამაც აღდგენითი სამუშაო გააჭინაურა. სომხეთში გაზის ტრანზიტი 28 აპრილს შეწყდა.