ლიტვაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს ალგირდას ბუტკევიჩიუს შეხვდა
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ლიტვის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხვალ გაიმართება.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე სამაგალითო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა დასხვა სფეროებში.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასდა რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.