პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა უკანონოა და ის ნებისმიერ სახელმწიფოს დაანგრევს. მათ შორის, საქართველოს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენს” ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ბერძენიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში ფარული კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს, ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ეს შემთხვევები უნდა გამოიკვლიოს.
„ამისთვის უცხოელების დახმარებაც რომ დაგვჭირდეს, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ. ასეთი ტიპის ჩანაწერებს ყველაზე ხშირად გვარამიას ტელევიზია უშვებს, ხან სატელეფონოს, ხან კადრებს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ისინი ასეთი რაღაცის მხოლოდ მსხვერლნი არიან, მაგრამ ფარული ჩანაწერები გვარამიას ეხება, თუ სხვას, ნებისმიერ შემთხვევაში, პერსნალური ინფორმაცია დაცული უნდა იყოს. ასეთი შემთხვევებისთვის საქართველოს სპეციალური ინსპექტორი ჰყავს და საკანონმდებლო ბაზა იმისთვისაა, რომ პირადი დაცული იყოს. ვინც მსგავსს კადრებს იღებს, მას ხელები უნდა დაატყდეს. მსგავსი კადრების გავრცლებისთვის მინისტრის მოადგილე მოვხსენით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
გუშინ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით მის დაშანტაჟებას ცდილობენ.