ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალია აცხადებს, რომ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე ამ დრომდე არ მიუმართავს.
თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდნენ, რომ მათი არგუმენტები გადაწონის მოპასუხე მხარის არგუმენტებს, სასამართლოს დაუყონებლივი აღსრულების შუამდგომლობით მიმართავს.
"ჩვენ ასეთი რამ ამ დროისთვის არ მოგვითხოვია. თვითონ მოსამართლე ამის შესახებ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება დადგეს დაუყონებლივი აღსრულების საკითხი, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ეს საჩივრდება 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა სალიამ.