საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას აფასებს. ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ამ თემით სპეკულირება პოლიტიკურ კონტექსტში ძალიან საშიშა. მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ ფაქტებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს.