ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტზე საჯარო განხილვებს განაგრძობს. დღეს შეხვედრები ახალციხესა და გორშია დაგეგმილი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, განხილვაზე დასწრება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ინიციატივა 2016 წლის შემდეგ არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხება.