ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის შეფასებით, გაერო-ში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იმის დადასტურება იყო, რომ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია და ხედვა არ აქვს, თუ როგორ უნდა იმუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრის გაერო-ს ასაბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გამოსვლაში საქართველოს პრობლემებთან დაკავშირებით, არანაირი მკაფიო აქცენტები არ გაკეთებულა.
„საუბარი სრულიად არასერიოზულ და მეორეხარისხოვან საკითხებზე იყო. გაერო-ს ტრიბუნაზე ისეთ საკითხებზე და პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა რუსეთია, რაზეც პრემიერმა მკაფიო გზავნილები და მკაფიო მესიჯები არ გააკეთა“, - განაცხადა ვაშაძემ.