ამერიკის პრეზიდენტს ახალი ინიციატივა აქვს. ბარაქ ობამას განცხადებით, გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ახალი კონტიგენტი იქმნება, რომელიც 40 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გააერთიანებს. ამის შესახებ მან გაეროში გამოსვლისას განაცხადა.
ჩინეთმა დაადასტურა, რომ მისიებში მონაწილეობის მისაღებად 8 ათას პოლიციელს გაგზავნის, კოლუმბია კი 5 000 მშვიდობისმყოფელს გამოჰყოფს. მშვიდობისმყოფელთა მომზადებაში გაეროს დახმარება ნატო-მ შესთავაზა.
კონტიგენტის ფორმირებაში 50 ქვეყანა იქნება ჩართული. ახალი ძალების შექმნა გაეროს სამშვიდობო მისიების გაძლიერებას ისახავს მიზნად.