ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ, მარსის მთავარი საიდუმლო ამოხსნა - წითელ პლანეტაზე მდინარეებია აღმოჩენილი, სეზონურად მარილიანი წყლის ნაკადებიც ჩნდება. ამის შესახებ ნასა-მ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მარსზე ამ დროისთვის არსებობს მარილიანი წყლის სეზონური ნაკადები. წყლის ეს წარმონაქმნები წელიწადის თბილ დროს ჩნდება, სიცივეში კი ქრება. ამ დასკვნამდე პლანეტოლოგები მივიდნენ მას შემდეგ, რაც მაღალი ხარისხის ფოტოები High Resolution Imaging Science Experiment-ის სამეცნიერო ინსტრუმენტით შეისწავლეს.