,,თავისუფლება რუსეთს! მშვიდობა უკრაინას”! - ან შინაარსის იყო ერთ-ერთი ტრანსფარანტი, რომელიც გაეროს რუსეთის წარმომადგენლობასთან მიიტანეს ნიუ-იორკში მცხოვრებმა რუსებმა და უკრაინელებმა. უკრაინული მედიის ცნობით, ნიუ-იორკში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქცია გაიმართა სახელწოდებით - ,,პუტინი კლავს”, სადაც ერთად იდგნენ, რუსები, უკრაინელები, მოლდოველები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან.
ასობით ადამიანი უკრაინის დროშებითა და ტრანსპარანტებით ხელში ნიუ- იორკში რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბა და უკრაინაში კრემლის პოლიტიკა გააპროტესტა.