NASA-მ კოსმოსური ტელესკოპის Hubble მიერ ბუშტის მაგვარი გალაქტიკის - NGC 3521 ახალი ფოტო წარმოადგინა.
ვარსკვლავთა გროვას აქვს დამახასიათებელი მსუბუქი და შალისებური სახე. სხვა ანალოგიური გალაქტიკების მსგავსად, NGC 3521 არ აქვს ჩამოყალიბებული სტრუქტურა საკუთარ სპირალურ შტოებში, ისეთი სპირალური გალაქტიკისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად Messier 101.
გალაქტიკა NGC 3521-ის 30% განლაგებულია ბამბისმაგვარ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მისი დაახლოებით მეათედი ნაწილი განლაგებულია თავად შტოებში და ხასიათდება ინტენსიური ვარსკვლავწარმოქმნით.
NGC 3521-მდებარეობს დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში. ვარსკვლავთა გროვის დიამეტრი ფასდება 50 ათასი სინათლის წელიწადით. გალაქტიკა 1784 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ გერშელმა აღმოაჩინა. გალაქტიკას გარს აკრავს ბუშტის ფორმის მსგავს ერთგვარი ღრუბლები.
ტელესკოპ Hubble -ს შეუძლია გამოიკვლიოს კოსმოსი ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერი გამოსხივების დიაპაზონში.
კოსმოსური ტელესკოპი Hubble - 1962 წელს ამერიკის ნაციონალურმა მეცნიერების აკადემიამ შეიმუშავა დიდი ორბიტული ტელესკოპის პროექტი, 1977 წელს კონგრესმა ხმა მისცა მის აგებას. ტელესკოპს სახელი ედუინ ჰაბლის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც აღმოაჩინა გარე გალაქტიკები და პირველმა დაადგინა, რომ სამყარო ფართოვდება და არ არის სტატიკური და უცვლელი, როგორც მანამდე მიიჩნეოდა.
ტელესკოპის კონსტრუქცია 1985 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ ორბიტაზე მისი გაშვება გადაიდო 1986 წელს კოსმოსური შატლის გაშვებისას მომხდარი კატასტროფის გამო. ტელესკოპი საბოლოოდ 1990 წლის 25 აპრილს გაუშვეს ორბიტაზე. თუმცა სულ მალე ნასამ აღმოაჩინა რომ ტელესკოპის სარკეს ჰქონდა მცირე ბზარი. 1993 წელს მოხდა მისი შეკეთება..
Hubble- მასა 11 ტონაა, მისი ორბიტიდან დაბრუნება, სავარაუდოდ, 2030 წელს მოხდება.