თეირანი სირიის მოქმედ რეჟიმს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ჰასან როუჰანის მტკიცებით, საერთაშორისო საზოგადოება უკვე დარწმუნდა იმაში, რომ ბაშარ ასადი თავის პოსტზე უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სირია ტერორისტებისთვის სამოთხედ იქცევა. „დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასადი თავის პოსტზე უნდა დარჩეს. მხოლოდ ეს მიგვცემს ტერორისტებთან გამკლავების საშუალებას. სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სირიის მოქმედ რეჯიმს გავუწიოთ დახმარება, დღესდღეობით არ გვაქვს,“-აღნიშნა ირანის ლიდერმა.