ვაშინგტონის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტ ჩარლი როუზისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს აღარც ვაშინგტონი უარყოფს იანიკოვიჩის ოპონენტთა მხარდაჭერის ფაქტს, რასაც უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება მოჰყვა. „ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა შეხვედრები იმართებოდა იმ პერიოდში, თუ რამდენს უხდიდნენ ე,წ, ოპოზიციას და სად ამზადებდნენ მათ. ისიც ვიცით, თუ ვინ იყვნენ მათი ინსტრუქტორები. ამას დღეს აღარც ამერიკელები მალავენ,“-აღნიშნა პუტინმა.