ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საფრანგეთიც ჩაერთო. ფრანგულმა ავიაციამ იერიში ჯიჰადისტთა პოზიციებზე სირიაში მიიტანა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართვით საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო კოალიციის ნაწილია. ოლანდის ადმინისტრაციის განცხადებით, საფრანგეთი ტერორისტთა წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს სისტემატიურად განახორციელებს.