თავდასხმების სერია ავღანეთში. ექსტრემისტთა 300-კაციანი ჯგუფი ნინგარჰარის პრონინციაში თავს პოლიციის განყოფილებებს დაესხა. საპასუხო სროლის შედეგად 35-მდე ჯიჰადისტი დაიღუპა. პოლიციის რიგებში მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.