უნგრეთი ხორვატიასთან საზღვრის ჩასაკეტად ემზადება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისივე თქმით, სასაზღვრო მონაკვეთზე მავთულხლართებიანი დამცავი ბარიერი გაივლება. უსაფრთხოების ზომებს ბუდაპეშტი მიგრანტთა ახალი ნაკადის შესაჩერებლად იღებს. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში ხორვატიიდან უნგრეთში 10 ათასამდე არალეგალი გადავიდა.