რომის პაპმა შეერთებულ შტატებში 6-დღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს ფრანცისკ პირველმა მესა ფილადელფიაში გამართა. ღია ცის ქვეშ გამართულ ლოცვას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მანამდე პონტიფიკოსმა ქერან-ფრომჰოლდის ციხის პატიმრები მოინახულა და მათ მხნეობა და გამძლეობა უსურვა. ფილადელფიაში ფრანცისკ პირველმა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირებიც მოინახულა და მათ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას დაჰპირდა.