კატალონია ზეიმობს. სეპარატისტულად განწყობილმა კოალიციამ “ერთად დამოუკიდებლობისთვის” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია. დამოუკიდებლობის მომხრეებმა რეგიონალურ საკანონმდებლო ორგანოში 153-დან 65 მანდატი მიიღეს. მემარცხენე პარტია “სახალხო ერთობის კანდიდატურამ” კი, რომელიც ასევე კატალონიის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, დამატებით 10 მანდატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის მომხრეები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ. როგორც გამარჯვებული კოალიციის ლიდერები აცხადებენ, არჩევნებში გამარჯვება მათ საშუალებას აძლევთ, წლინახევრის განმავლობაში რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადონ.