დონბასის ომი არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ რეგიონსა და მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინის ბიუჯეტი ყოველდღიურად 5 მილიონამდე დოლარს კარგავს, რაც ქვეყნის ეკონომიკას გამანადგურებელ დარტყმას აყენებს. უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად ნადგურდება ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, რასაც ცივილიზებული მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს.