ებრაელ სამხედროებს პალესტინელი მოზარდების წინააღმდეგ არამსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენების უფლება მიეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გვიან ღამით მიიღეს. ახალი კანონი ძალაში უახლოეს ხანებში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავებისთვის ქვების, ბოთლების, მოლოტოვის კოქტეილებისა და მძიმე საგნების სროლის შემთხვევაში პალესტინელ მოზარდებს დაღუპვის ან მძიმედ დაშავების საფრთხე ელით.