Skype ისევ შეფერხებით მუშაობს. პრობლემები სერვერს დღეს დილიდან შეექმნა. Skype-ს მომხმარებელთა მტკიცებით, ისინი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, აშშ-ში,ვიეტნამში, ახალ ზელანდიაში, დანიასა და ინდოეთში სერვისით ვერ სარგებლობენ.
როგორც კომპანიის ადმინისტრაცია აცხადებს, ტექნიკური ხარვეზის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში სერვისი სრული დატვირთვით ამუშავდება.