ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს ადეკვატური პასუხი არ უნდა გასცეს.
„უკრაინელ ხალხს ისედაც ძალიან უჭირს. ამიტომ, ამის გაკეთება არ შეიძლება. იმაში, რომ კიევში სათავეში მოღალატეები სხედან, ხალხი არ არის დამნაშავე. რაც უფრო კარგად მოვექცევით უკრაინელ ხალხს, მით უფრო მალე გააცნობიერებენ, რომ სათავეში თაღლითები და მოღალატეები უზით და მათ თავიდან თვითონ მოიშორებენ.“-აცხადებს კადიროვი.