"ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ გზას, რომელსაც ადგას, არ გადაუხვევს", - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
აღნიშნულის კონტექსტში, პრემიერმა კატეგორიულად გააფრთხილა ყველა სახელმწიფო მოხელე, საარჩევნო კოდექსი დაიცვას.
"მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანი, რომ დაიცვას საარჩევნო კოდექსი. კოდექსის დარღვევა ისჯება კანონით. ჩვენ გვინდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო დემოკრატიულ გზას, რომელსაც ადგას, არ გადაუხვევს", - განაცხადა გილაურმა.