ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების მიუხედავად, უფლებამოსლი არაა დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს” ჭკადუამ განუცხადა.
მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაში იქნებოდა ჩანაწერი უგულავას გათავაისუფლების შესახებ, კახიშვილის უწყება ამ გადაწყვეტილის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.
,,თუ 2015 წლის 16 სექტემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაში არსებობს ჩანაწერი, რომ ბატონი გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, მაშინ მეც მზად ვარ მათთან ერთად მოვითხოვა მისი გათავისუფლება. თუ მსგავსი ტიპის ჩანაწერი არსებობს, მაშინ იმპერატიულად სავალდებულო იქნებოდა შესასრულებლად და კახი კახიშვილის ამ გადაწვეტილებას ვერ გაექცეოდა. მაგრამ კანონი ყველასთვის ერთნაირია და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყველა ადამიანი თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო არის ერთ-ერთი მაღალი ინსტანცია და გარანტი კანონოების დაცვის, მაგრამ აღნიშნულ გადაწვეტილებას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი ნაბიჯები, რომელიც მიგვიყვანს უგულავას გათავისუფლებამდე. დღეის მონაცემებით იმ გადაწვეტილებით რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გასააჯაროვა სასჯელაღსრულების სამინისტრო უფლებამოსილი არაა მოხდეს პატიმრის გათავისუფლება. თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას დაუშვებს, ისინი კანონს დაარღვევენ”, _აცხადებს ჭკადუა
მისი თქმით, იმისთვის რომ დღის წესრიგში დადგეს უგულავას გათავისუფლება, აუცილებელია საკონსტიტუციო გადაწვეტილების შესაბამისად, პარლამენტმა კანონის შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს და ამის შემდეგ სასამართლომ მიიღოს გადაწვეტილება ამა თუ იმ პირის გათავისუფლების თაობაზე.