განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომიკურს უწოდებს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო დროს იმ კანონების არაკონსტიტუციურად ცნობა დაიწყო, რომლითაც მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება. აქედან გამომდინარე კი მინისტრი ბევრ სიურპრიზს ელოდება.
,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს არ წარმოადგენს იმისთვის, რომ გაუქმდეს უკვე ნამსჯელ თემაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ეს ვიცით. რაც მართლა გაუგებარი და ცოტა კომიკურია - საკუთარი კანონების ცნობა რომ დაიწყეს არაკონსტიტუციურად, ეს უფრო დასაფიქრებელია, მე ვფიქრობ. თუ ასეთი არაკონსტიტუციური იყო კანონი, ამ კანონით ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ძალიან ბევრი წლის მანძილზე. კიდევ რა სიურპრიზი გამოჩნდება, დაველოდებით.