კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ძლიერი ხანძარის გამო მიიღო.
ცეცხლი ტყის მასივს გასულ კვირას გაუჩნდა და ასობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ ნაპასა და ლეიკის რაიონებს მიაყენა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ქალაქ მიდლტონი ბოლო 48 საათის განმავლობაში 1300-მდე ადამიანმა დატოვა.