აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხალმძღვანელი ჰყავს.
ეკონომიკური უწყების მინისტრად დღეს მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ ნუგზარ სეთანია წარადგინა.
"ნუგზარ სეთანია საკმაოდ გამოცდილი კადრია და იმედს ვამყარებთ მის პროფესიონალიზმზე. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობის დროს ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა იქნება წარმარტებული", - განაცხადა ბარამიამ.
თავად აფხაზეთის ეკონომიკის ახალი მინისტრი უწყებაში როგორც სტრუქტრულ რეორგანიზაციის, ისე საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ სეთანიამ ამ პოსტზე ნუგზარ ფიფია შეცვალა. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ის სამინისტროშივე გააგრძელებს მუშაობას.