დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტის სააკაშვილი ქუთაისში ახლად გახსნილ რკინიგზის სადგურს, კორტებს და სპორტულ ცენტრს მოინახულებს.
ასევე მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება. პრეზიდენტს ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ რკინიგზის განახლებული სადგური, ასევე კოტრები და სპორტული ცენტრი ორმაისობას ქუთაისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში აშშ-დან გუშინ, 3 მაისს დაბრუნდა.