ხანგრძლივი წვიმების შედეგად, თბილისი-გუდაური გზის მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. 20 ტონიანი ლოდი ჟინვალჰესთან ახლოს ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია - გზა მხოლოდ ცალმხრივად არის გახსნილი.
სპეციალისტების განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვისათვის საჭიროა კლდის მთლიანად ჩამოშლა, რასაც სპეციალური ტექნიკა ესაჭიროება.